08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდა - გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომის მიზეზი

ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ გავრცელებული ცნობის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრაზე შეირკიბა.

სხდომის მონაწილეებმა დაგმეს ჩრდილო კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილება და ახალი საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრნენ.

ფხენიანის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ ოფიციალური ვაშინგტონი, სეული და ტოკიოც. ამ საკითხზე ბარაკ ობამა სამხრეთ კორეელ და იაპონელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე სტრატეგიული დანიშნულების ძალების განთავსებების საკითხსაც განიხილავენ. 

დღის ამბები