"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ადასტურებს, რომ ის ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძის მეგობარია. სიორიძის განცხადებით დაკავებულს პარტიასთან კავშირი არ ჰქონდა.
"დიახ, ნიკა კაპანაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის არის 17 წლის ბავშვის მკვლელი. როგორც მოკლული ბავშვი ასევე სხვა დაჭრილი ბავშვები ჩემი ოჯახის ახლობლები არიან. ნიკა კაპანაძე არასდროს ყოფილა ლელოს არც აქტივისტი არც რაიმე ფორმით მიუღია ლელოს აქტივობაში მონაწილეობა,"- აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.
"კურიერი" სიორიძესთან ამ ინფორმაციების გადამოწმებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.