24 ივლისი 2026,   20:43
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები ევროპაში - ათობით ათასი ევაკუირებული საფრანგეთის კურორტებიდან და მადრიდის მიმდებარე ტერიტორიიდან

საფრანგეთის ხელისუფლებამ სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კაპ-ფერეს ნახევარკუნძულის სრული ევაკუაციის ბრძანება გასცა, საიდანაც ასობით ადამიანმა ტერიტორია ნავებით დატოვა.

ბორდოს დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონიდან ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, სანამ მეხანძრე-მაშველები ებრძვიან იმას, რაც ჟირონდის რეგიონის პრეფექტმა XXL მასშტაბის ხანძრად შეაფასა.

ხანძარი, რომელიც სამშაბათს დაიწყო, უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლმა 10 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა.

ამავდროულად, ესპანეთის მთავრობამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან დედაქალაქ მადრიდთან ახლოს, რამდენიმე რაიონში, ტყის ხანძრები კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დრამატულ სიტუაციაზე ისაუბრა და ხალხს დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ კაპ ფერეს ნახევარკუნძულიდან, რომლის ერთ მხარეს ატლანტის ოკეანეა, ხოლო მეორე მხარეს არკაშონის ყურე, 40 000 ადამიანი ევაკუირებულია. 

https://www.bbc.com/news/articles/cdx82rl5g0do

დღის ამბები