08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
70 გარდაცვლილი - ლიბიაში სატვირთო მანქანა ააფეთქეს

70-მდე ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას ლიბიაში. მასშტაბური თავდასხმა ქალაქ ზლიტენში, პოლიციელთა მომზადების ცენტრში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქეს. თავდასხმის დროს ცენტრში ასობით ახალწვეული იმყოფებოდა, დაშავებულია 120–ზე მეტი მათგანი. ისინი ერთდროულად რამდენიმე ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მუამარ კადაფის მმართველობის დროს ცენტრში, სადაც აფეთქება მოხდა, სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები