08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ირანი საუდის არაბეთს იემენში ქვეყნის საელჩოს დაბომბვაში ადანაშაულებს

ირანი საუდის არაბეთს იემენში ქვეყნის საელჩოს დაბომბვაში ადანაშაულებს. ოფიციალური თეირანის მტკიცებით, ავიაიერიში სანააში განხორციელდა, რის შედეგადაც დიპლომატიური უწყების დაცვის თანამშრომლები დაშავდნენ.

საუდის არაბეთი ბრალდებას უარყოფს, თუმცა მისი შესწავლის პირობას დებს. თეირანსა და ერ რიადს შორის ურთიერთობა გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც საუდის არაბეთში ტერორიზმში ბრალდებული გავლენიანი შიიტი კლერიკი სიკვდილით დასაჯეს.

კონფლიქტის გამო საუდის არაბეთმა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ ირანთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს.

დღის ამბები