08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
შეიარაღებულმა პირებმა კაიროში ტურისტების ავტობუსი დაცხრილეს

შეიარაღებულმა პირებმა კაიროში ტურისტების ავტობუსი დაცხრილეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავდა. ავტობუსი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ–ერთი სასტუმროს წინ იდგა.

თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ დროს გახსნეს, როდესაც ავტობუსში ტურისტები ადიოდნენ. სროლის შემდეგ დამნაშავეები მოტოციკლით მიიმალნენ. თუმცა სამართალდამცველებმა ორ მათგანს კაიროს სხვადასხვა რაიონში მიაგნეს.

პოლიციის ცნობით, ტურისტები, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელში მცხოვრები არაბები არიან.

დღის ამბები