08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ფრანგმა სამართალდამცავებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს

პარიზის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. შუადღისას დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში შეჭრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, ის ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდა. პოლიციის განყოფილება ზუსტად იმ რაიონში მდებარეობს, სადაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ უფრო მასშტაბური თავდასხმების მოწყობით დაიმუქრა.

დღის ამბები