08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ესპანეთში ორი ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველია

ორი მოკლული ქართველის ცხედარი სამართალდამცველებმა, ესპანეთის ქალაქ ტერასაში, მათივე სახლში ნახეს. ესპანური მედიის ინფორმაციით სროლის ხმა მეზობლებმა შუაღამისას გაიგეს და პოლიციაც სწორედ მათ გამოიძახეს. ოფიცალური ცნობით საქართველოს ორივე მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით, საკონტროლო გასროლით არის მოკლული.

ესპანელი სამართალდამცველების ინფორმაციით სროლის დროს ადგილზე კიდევ 3 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე ქართველები არიან. მათ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ისინი სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით დააკავეს. გამოძიება არ გამორიცხავს რომ 3 დაკავებულიდან ერთი ეჭვმიტანილია.

ესპანური მედიის ცნობით ქართველების მკვლელობა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. ამ ინფორმაციზე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები