08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ფილმის პრემიერა თბილისში

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ფილმის, რევერანტის, პრემიერა გაიმართა თბილისში. მსახიობის ახალი ნამუშევარი კინოთეატრ ამირანში შეკრებილმა მაყურებელმა ნახა.

ფილმი უკვე წარდგენილია ოსკარსა და ოქროს გლობუსზე და ლეონარდო დი კაპრიოს თაყვანისმცემლები დიდ იმედს ამყარებენ ამ ნამუშევარზე. ყველას სურს, რომ ამ როლისთვის მსახიობმა ბოლოსდაბოლოს მიიღოს ოსკარი.

რევერანტი რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტომ გადაიღო. დიკაპრიოსთან ერთად, მთავარ როლს ფილმში ტომ ჰარდიც ასრულებს.

დღის ამბები