08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ალ ქაიდა ევროპას ტერაქტების სერიით ემუქრება

ალ ქაიდა ევროპას ტერაქტების სერიით ემუქრება. ინტერნეტში ახალი ვიდეო მიმართვა გავრცელდა, რომელშიც დაჯგუფების წევრები იტალიასა და ესპანეთს თავდასხმებით ემუქრებიან. მათი სამიზნე კი ნეაპოლი, რომი და მადრიდი იქნება.

13-წუთიანი ვიდეო მიმართვა სააგენტო ევროპა პრესმა შეისწავლა.

გამოცემის ცნობით, კადრებში ძირითადად მალიში მოქმედი ალ ქაიდას ფრთის წევრები ჩანან, რომელთა შორის ერთ-ერთი ესპანეთის მოქალაქეა, რომელმაც ისლამი მიიღო.

ვიდეოჩანაწერს ესპანელი და იტალიელი სამართალდამცველები სწავლობენ.

დღის ამბები