08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
სეულმა დემილიტარიზებულ ზონაში რადიომაუწყებლობა განაახლა

სამხრეთ და ჩრდილო კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. სეულმა დემილიტარიზებულ ზონაში რადიომაუწყებლობა განაახლა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მაუწყებლობის აღდგენა არის პასუხი ფხენიანში გაკეთებულ განცხადებაზე წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ.

მაუწყებლობის განახლებას უკვე მოჰყვა ჩრდილო კორეის მხრიდან რეაქცია.

გავრცელებული ცნობით, ფხენიანი დემილიტარიზებულ ზონასთან სამხედრო ტექნიკის მობილიზებას იწყებს.

სეულის რადიომაუწყებლობა ფხენიანის გაღიზიანებას წლების განმავლობაშია იწვევს, რადგან რადიოეთერში მსოფლიო ამბები და ისეთი გადაცემები გადის, რომლებიც ფხენიანის რეჟიმს აკრიტიკებს.

სეულმა მაუწყებლობა სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ერთი წლის წინ დროებით შეწყვიტა.

დღის ამბები