08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა 13 ტონა მარიხუანა დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა 13 ტონა მარიხუანა დააკავეს. ანტინარკოტიკული ოპერაცია ლიბიის სანაპიროსთან ჩატარდა.

ნარკოტიკული საშუალებები სანაპირო დაცვის სამსახურმა იმ გემის ბორტზე აღმოაჩინა, რომელიც ბოლივიაშია რეგისტრირებული.

ძალოვანებმა ეკიპაჟის წევრები დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი სირიის მოქალაქეები არიან.

ეს იყო პირველი ანტინარკოტიკული ოპერაცია, რომელიც თურქეთმა ბოლო 22 წლის განმავლობაში საერთაშორისო წყლებში ჩაატარა.

დღის ამბები