08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ელვის პრესლის გიტარა აუქციონზე 270 ათას დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის გიტარა აუქციონზე 270 ათას დოლარად გაიყიდა. როკ ენ როლის მეფის კუთვნილი ინსტრუმენტი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა, რომელიც აუქციონში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.

საუბარია გიტარაზე, რომელიც ელვის პრესლიმ 1969 წელს ალოჰა ჰავაიდან შოუსთვის შეიძინა და შემდგომ ელვისი მსოფლიო ტურნეს დროს იყენებდა.

აუქციონი მომღერლის ერთ-ერთ სახლში, მემფისში ჩატარდა. გიტარასთან ერთად გასაყიდად 126 ლოტი იყო გამოტანილი, მათ შორის იყო ორიგინალი ვინილის ფირფიტები, რომლებიც 15 ათას დოლარად გაიყიდა. 

დღის ამბები