02 აგვისტო 2026,   20:05
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ელია თეზბიტელის, ილია მართლის ხსენებისა და ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია მართლის, ილია თეზბიტელისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა უწმინდესი და უნეტარესი აღავლენს, შემდეგ კი, შიო მესამე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

"დღევანდელი დღე დაკავშირებულია სამ ილიასთან, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ერი აღნიშნავს ილიაობას. შეიძლება ფიზიკურად ის არ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ თითოეული ქართველის გულში მას აქვს მარადიული ადგილი. ამიტომაც ის სიხარული შემოდის, თითქოს ის ჩვენთან ერთად არის და ისევ გვმოძღვრავს საკუთარი სიყვარულითა და მამობრივი მზრუნველობით," - აღნიშნა დეკანოზმა, დავით თავაძემ.

დღის ამბები