08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
ბელგიის პოლიციამ ტერორისტების საამქრო აღმოაჩინა - ადგილზე შაჰიდის ქამრები მზადდებოდა

ბელგიის პოლიციამ ტერორისტების საამქრო აღმოაჩინა, სადაც შაჰიდის ქამრები მზადდებოდა.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, საამქრო პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებს სკარბეკის რაიონში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ მოწყობილი.

ეჭვმიტანილი, ვიზეც საიჯარო ხელშეკრულება იყო გაფორმებული, უკვე დაკავებულია.

სამართალდამცველების ვერსიით, სწორედ ამ ბინაში იმალებოდა 13 ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესალამი.

ბინაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამი ხელნაკეთი შაჰიდის ქამარი და აბდესალამის თითის ანაბეჭდები იპოვნეს.

მედიის ცნობით, საამქროს პოლიციამ ჯერ კიდევ 9 დეკემბერს ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მიაკვლია, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორამციას არ ახმაურებდა.

დღის ამბები