08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
თურქეთის მეტროში ავარია მოხდა - დაშავებულია ათობით ადამიანი

ათობით ადამიანი დაშავდა თურქეთში, მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად. ინცინდენტი ქალაქ იზმირში მოხდა.

მეტროს მატარებელს სატვირთო კონტეინერი შეეჯახა, რის შემდეგაც შემადგენლობის ერთი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები