08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ცნობილი ფრანგი ექსტრემალი სახიფათო ნომრის მომზადებისას დაიღუპა

ცნობილი ფრანგი ექსტრემალი სახიფათო ნომრის მომზადებისას დაიღუპა. აკრობატი ტანკრედ მელე, რომელმაც სახელი სიმაღლეზე გაბმულ ბაწარზე შესრულებული ნომრებით გაითქვა, 30 მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

ინცინდენტი საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში მოხდა. აკრობატების ჯგუფი ახალ ექსტრემალურ ტრიუკზე მუშაობდა, რომელიც საჰაერო ბურთის გამოყენებით უნდა შეესრულებინათ.

ტანკრედ მელე 32 წლის იყო. მისი გარდაცვალების გამო ექსტრემალთა ჯგუფმა ყველა დაგეგმილი გამოსვლა დროებით გააუქმა.

დღის ამბები