08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა. ინფორმაციას რეგიონში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები ავრცელებენ.

შემთხვევა ქალაქ რაქაში მოხდა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.

გავრცელებული ცნობით, 40 წლის ქალი საკუთარ შვილს სთხოვდა, დაეტოვებინა ტერორისტების რიგები, რის შესახებაც 21 წლის ახალგაზრდამ საკუთარ ლიდერებს შეატყობინა.

ქალი საფოსტო განყოფილებაში, სამუშაო ადგილზე დააკავეს და ქალაქის მოედანზე გამოიყვანეს.

მას საჯაროდ თავი საკუთარმა შვილმა მოჰკვეთა.

დღის ამბები