08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ბრიტანულმა კინო აკადემიამ ნომინანტების სია გამოაქვეყნა

ბრიტანულმა კინო აკადემიამ ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ნომინაციების რიცხვის მიხედვით სტივენ სპილბერგის ჯაშუშების ხიდი და ტოდ ჰაინსის მელოდრამა ქეროლი ლიდერობენ.

ორივე ნამუშევარი 9–9 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ალეჰანდრო ინიარიტუს რევენანტი, ბრიტანული აკადემიის ჯილდოსთვის 8 ნომინაციაში იბრძოლებს. მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო შესაძლოა წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდეს. მისი მთავარი კონკურენტები მაიკლ ფასბენდერი და მეტ დეიმონი იქნებიან.

წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე წარდგენილები არიან კეიტ ბლანშეტი და ალისია ვიკანდერი.

ბაფტას დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 14 თებერვალს გაიმართება.

 

 

დღის ამბები