08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
ანგელა მერკელი ქალებზე ძალადობაში ეჭვმიტანილებს დეპორტრაციით ემუქრება

ანგელა მერკელი ქალებზე ძალადობაში ეჭვმიტანილებს დეპორტრაციით ემუქრება.

31 ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დაადგინეს. 18 მათგანი თავშესაფრის მაძიებელია. ჩრდილო აფრიკული წარმოშობის ორი ახალგაზრდაც უკვე დაკავებულია.

მოსახლეობა ხელისუფლებას მიგრანტებთან დაკავშირებით ღია კარის პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. პირველი საჯარო განცხადება უკვე გააკეთა ანგელა მერკელმა და დამნაშავეების დეპორტაციით დაიმუქრა.

მიგრანტები, რომლებიც ქალებზე სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში არიან ეჭვმიტანილი ალჟირელები, მაროკოელები, სირიელები და ირანელები არიან. კიოლნის გარდა ახალი წლის ღამეს მსგავსი თავდასხმები სხვა ქალაებში ჰამბურგში, შტუტგარტსა და ვაილ ამ რაინშიც მოხდა, სადაც ორი მოზარდი გოგონას გაუპატიურებისთვის 4 სირიელი დააკავეს. მოსახლეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ახალი წლის ღამეს ქალებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები ფინეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაშიც მოხდა. დაზარალებულები თავდასხმებში ჩრდილო აფრიკელ და არაბ ახალგაზრდებს ადანაშაულებენ. ყველა ამ ფაქტის დადასტურებისა და დამნაშავეთა გამოვლენის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული საეჭვო მიგრანტების დეპორტაციის საკითხი დღის წევრიგში ევროპის სხვა ქვეყნებშიც დადგეს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები