08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან. უკვე შედგენილია მენიუ წვეულებისთვის, რომელიც ვარსკვლავების პატივსაცემად მოეწყობა. წლის საუკეთესო ფილმებს, მსახიობებსა და რეჟისორებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 10 იანვარს გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონიას სასტუმრო ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.

სასტუმროსთან უკვე წითელი ხალიჩას შლიან. ლოს ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე კინოვარსკვლავების დასახვედრად ემზადებიან.

ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ბევერლი ჰილტონის დარბაზშიც, სადაც უკვე წლებია ოქროს გლობუსზე მიწვეული სტუმრები იკრიბებიან. ორგანიზატორები მაყურებელს წელს ინოვაციებს ჰპირდებიან.

ვინ მიიღებს ოქროს გლობუსის ქანდაკებას ათი იანვრის ღამეს გაირკვევა.

ავტორები: თეა თეთრაშვილი, ნათია ბუცხრიკიძე. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები