08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
სირიაში ავიაიერიშს 39 ადამიანი ემსხვერპლა

მორიგ ავიაიერიშს სირიაში 39 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ავიაციამ იდლიბის რაიონი დაბომბა, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ.

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფორმაციით, ჭურვები სასამართლოს შენობას და საპატიმროს მოხვდა.

უფლებადამცველები არ აკონკრეტებენ ვინ განახორციელა იერიში ქალაქზე – რუსეთის ავიაციამ თუ ბაშარ ალ ასადის არმიამ.

ორგანიზაციის ცნობით გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც. მათივე ინფორმაციით დასახლებული რაიონის დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

იერიშების პარალელურად სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მზად არიან ჟენევის დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები