08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
არეულობა გერმანიაში - კოლნიში მიგრანტების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

სამი პოლიციელი და ჟურნალისტი დაშავდნენ კიოლნში არეულობის შედეგად. მიგრანტების მხრიდან ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარი ძალადობის შემდეგ ქალაქი არეულობამ მოიცვა.

საპროტესტო აქციები ერთდროულად მოძრაობა პეგიდამ და ორგანიზაცია კიოლნი მემარჯვენეთა წინააღმდეგ გამართეს. აქტივისტები ხელისუფლებას ქვეყანაში არალეგალების შეშვების გამო აკრიტიკებენ და ქალებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

სანქციის ამოწურვის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები