08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
პოლონეთში მედიაზე კონტროლის დაწესების შესახებ მიღებულ კანონს აპროტესტებენ

მედიაზე კონტროლის დაწესების შესახებ მიღებული კანონის გამო შესაძლოა პოლონეთი ევროკავშირის გარეთ აღმოჩნდეს.

საუბარია კანონზე, რომლის თანახმადაც ტელერადიო მაუწყებლის ეროვნულ საბჭოს სახელმწიფო მაუწყებლებში საკადრო ცვლილების გატარების უფლება ჩამოერთვა და ხელმძღვანელი პირების დანიშვნა–გათავისუფლების უფლებამოსილება ფინანსთა მინისტრს მიენიჭა.

ევროპელი პარნტიორების გაფრთხილების მიუხედავად სკანდალურ კანონს პოლონეთის პრეზიდენტმა 7 იანვარს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ვარშავაში საპროტესტო აქციები არ წყდება.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ პოლონეთმა მედიაზე კონტროლის დაწესებით დემოკრატიული ღირებულებების ფუნდამენტურ კრიტერიუმები დაარღვია.

13 იანვარს ევროკომისიაში ამ თემაზე პოლიტიკური დებატები ჩაინიშნა. გერმანელი დეპუტატები კი ვარშავის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. 

 

დღის ამბები