08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
რუსეთში თურქული მანდარინის პარტია გაანადგურეს

რუსეთში თურქული მანდარინის პარტია გაანადგურეს. როსსელხოზნადზორის ინფორმაციით, სანქცირებული პროდუქცია სტავროპოლის ოლქში განადგურდა.

საუბარია 220 კილოგრამ მანდარინზე, რომელიც ერთ-ერთ ბაზარში აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, თურქული ციტრუსი რუსეთში პირველი იანვრის შემდეგ, სანქციების ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში მოხვდა. პროდუქცია სპეცტექნიკის დახმარებით გაანადგურეს.

ეკონომიკური სანქციები მოსკოვმა თურქეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ზალებმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, პირველი იანვრიდან რუსეთში თურქული ბოსტნეულის, ხილის, ხორცის, მარილისა და ყვავულების იმპორტი აიკრძალა.

დღის ამბები