08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ერაყში ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი მოკლეს

ერაყში ავიაიერიშების შედეგად ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ირანული მედიის ინფორმაციით, აბუ ომარ ალ ობეიდი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი იყო, პროვინცია ანბარში ერაყის არმიის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა.

ISIS-ში გაწევრიანებამდე მოკლული ტერორისტი ერაყის ჯარის პოლკოვნიკი იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის დეზერტირობის გამო დააპატიმრეს და სასჯელს აბუ გრეიბის ციხეში იხდიდა.

ის საპატიმროდან 2013 წელს გაიქცა და ისლამური სახელმწიფოს ე.წ სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი გახდა. ერაყის თავდაცვის უწყებამ კიდევ ერთი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. მათი ინფორმაციით ბარვანიზე შეტევისას ISIS-ის პრესმდივანი მუჰამედ ალ ადნანი დაიღუპა. 

 

 

 

დღის ამბები