16 აგვისტო 2026,   03:49
ვრცლად
დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ურთიერთობა აღადგინეს - The Wall Street Journal

დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ურთიერთობა აღადგინეს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ამერიკელი მილიარდერი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ეს ფინანსები კი საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა მობილიზებას მოხმარდება.

გამოცემა წერს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას მასკი ტრამპის მთავარი მოკავშირე იყო. მაშინ მან საარჩევნოდ 300 მილიონ დოლარამდე გაიღო. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბიზნესმენმა მთავრობის მუშაობის ოპტიმიზაციის დროებითი დეპარტამენტი ჩაიბარა. თუმცა, მათი თანამშრომლობა მალევე დაიძაბა.

კავშირის გაწყვეტა არცერთი მხარისთვის აღმოჩნდა მომგებიანი. WSJ-ის ინფორმაციით, შერიგების პროცესი დაპირისპირების პარალელურად დაიწყო. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ითამაშა. ის მასკთან კონტაქტს კონფლიქტის დროსაც ინარჩუნებდა.
ურთიერთობის აღდგენის მიუხედავად, მილიარდერი პოლიტიკაში ძველებურად აღარ დაბრუნდება. მედიის ცნობით, მასკი უშუალო პოლიტიკურ აქტიურობაზე უარს იტყვის და რესპუბლიკელებს ამჯერად მხოლოდ ფინანსურად დაეხმარება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები