08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
პარიზში 2015 წელს ტერაქტების დროს დაღუპულებს იხსენებენ

პარიზში 2015 წლის ტერაქტების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. სამგლოვიარო ცერემონია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

თავდასხმების შედეგად გარდაცვლილებს პატივი ასობით ადამიანმა მიაგო.

რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ცერემონიაში მონაწილეობა მომღერლებმა და საფრანგეთის არმიის გუნდმა მიიღეს.

სამგლოვიარო ცერემონია პარიზში გაძლიერებული უსფრთხოების ზომების პირობებში მიმდინარეობს. ქალაქში ასობით პოლიციელი პატრულირებს. 

 

 

დღის ამბები