08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
პარიზში პოლიციაზე თავდამსხმელს საქართველოს მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტი უპოვეს

პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელ ტერორისტს რამდენიმე ყალბი საბუთი ჰქონდა. მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთ-ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქის საბუთი.

შპიგელ ონლაინი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტი ISIS-ის დროშით ხშირად პოზირებასთან ერთად, კედლებზეც წერდა აგრესიულ მოწოდებებსა და ნიშნებს.

გამოცემის ცნობით, ბოლოს იგი ვალიდ სალიჰის სახელითა და გვარით იყო შეტანილი სარეგისტრაციო სიაში.

ტერორისტი, რომელმაც ნაჯახით ხელში სცადა პარიზში, პოლიციის განყოფილებაში შეჭრა და რომელსაც წელზე ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემოტყმული, ტერაქტის მცდელობის დროს მოკლეს. 

ვალიდ სალიჰს საბუთებში ხან სირიის, ხან მაროკოს, ხან კი საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა, გერმანიაში თავშესაფარი მან ვერც ერთი მცდელობისას ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარიზში აღმოჩნდა და პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. 

 

დღის ამბები