20 აგვისტო 2026,   19:32
ვრცლად
გორში საგზაო მონიშვნის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გორში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო მონიშვნის განახლების სამუშაოები, რაც ქალაქში მოძრაობის უსაფრთხოებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ემსახურება.

განახლებული საგზაო მონიშვნა მძღოლებისა და ქვეითებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე.

"მუნიციპალიტეტი აგრძელებს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული იქნება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები