აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.