08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
შეერთებული შტატების ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბა

შეერთებული შტატების ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბა. მათ შორის არის შენობა ქალაქ მოსულში, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია მილიონობით დოლარს ინახავდა.

უცნობია ზუსტად რა რაოდენობის თანხა განადგურდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კოალიციის ავიაციამ ტერორისტების ფულის საცავზე იერიში მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებულ ბოლო იერიშებს 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

დღის ამბები