08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
იტალიის სანაპიროებთან სომალელი მიგრანტების ნავი ჩაიძირა

იტალიის სანაპიროებთან სომალელი მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ხუთ დაკარგულ არალეგალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ, ერთის ცხედარი კი უკვე ნაპოვნია. 37-მა ადამიანმა კი საკუთარი ძალებით მოახერხა თავსი გადარჩენა.

ეგეოსის ზღვაში თურქეთის სანაპიროებთან ნავის ჩაძირვა 3 ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. დაღუპულთა შორის არის 5 წლის ბავშვიც. სანაპირო დაცვამ დანარჩენი 13 ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

იტალია, საბერძნეთი და თურქეთი ის ქვეყნებია, სადაც აფრიკის კონტინენტიდან ზღვით მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი შედის ევროპაში.

დღის ამბები