08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ერაყის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განხორციელდა

ერაყის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ბაღდადის მახლობლად ერთერთ სავაჭრო ცენტრში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მალევე აიღო. ამას მოყვა ქვეყნის აღმოსავლეთში 2 ბომბის აფეთქება, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ ერთი ტერაქტი კი ბაღდადის გარეუბანში განხორციელდა, რის შედეგადაც 7 ადამიანია დაღუპული.

სავარაუდოდ, ყველა აფეთქების უკან ისლამური სახელმწიფო დგას. ეს ბოლო 3 თვის განმავლობაში ერაყის ტერიტორიაზე მოწყობილი ყველაზე სისხლიანი თავდასხმების სერიაა.

დღის ამბები