08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ქალაქ მარსელში 15 წლის მოსწავლე ებრაელ მასწავლებელს ცივი იარაღით დაესხა თავს

თავდასხმა ანტი სემიტურ ნიადაგზე საფრანგეთში - ქალაქ მარსელში 15 წლის მოსწავლე ებრაელ მასწავლებელს ცივი იარაღით დაესხა თავს.

არასრულწლოვანი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და როგორც გაირკვა, ის ქურთი ეროვნების თურქეთის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილი აცხადებს რომ ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას უჭერს მხარს. ინციდენტის შედეგად მასწავლებელი მსუბუქად დაშავდა, ხოლო თავდამსხმელის დაკავება ადგილზევე მოხდა.

 

 

 

 

დღის ამბები