08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ინდონეზიაში, ფილიპინებსა და იაპონიაში ნახევარი საათის ინტერვალით მიწისძვრა მოხდა

აზიის რამდენიმე ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ნახევარი საათის ინტერვალით მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში, ფილიპინებსა და იაპონიაში.

ინდონეზიის კუნძულ ტალაუდიზე დაფიქსირებულმა ბიძგებმა 6,8 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა ცუნამის საფრთხე არ ყოფილა. ბიძგები იგრძნობოდა ფილიპინების ტერიტორიაზეც.

იაპონიის ჩრდილოეთში კი, კუნძულ ჰოკაიდოსთან 6,4 სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგებს რეგიონში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა.

 

დღის ამბები