08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
გერმანიაში ანგელა მერკელის გადადგომას მოითხოვენ

საპროტესტო აქცია ანგელა მერკელის გადადგომის მოთხოვნით ქალაქ ლაიფციგში ანტიმუსლიმური მოძრაობის ლეგიდას ორგანიზებით გაიმართა.

დემონსტრანტებმა ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტკეს. აქციის მონაწილეებმა ახალი წლის დღეებში კიოლნში ქალებზე მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტებიც გააპროტესტეს. თავდასხმებში არაბი და ჩრდილოაფრიკელი მიგრანტები არიან ეჭვმიტანილი, რომელთა ვინაობაც უკვე დადგენილია.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ გერმანია პირველი იანვრიდან ლტილვილებს აღარ იღებს და ავსტრიაში აბრუნებს. მათ შორის ძირითადად ის პირები არიან, რომლებსაც ყალბი საბუთები აქვთ და თავშესაფრის მიღება სკანდინავიის ქვეყნებში სურთ.

დღის ამბები