08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
სირიის ქალაქ მადაიაში 400-ამდე ადამიანი შიმშილობის გამო მძიმე მდგომარეობაშია - გაერო

სირიის ქალაქ მადაიაში ჰუმანიტარული ავტოკოლონა შევიდა. თუმცა, გაეროს მონაცემით, 400-ამდე ადამიანი შიმშილობის გამო მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებს.

მადაია რამდენიმე თვის განმავლობაში სირიის არმიის ბლოკადაში იყო, რის გამოც ქალაქში სურსათი ვერ შეჰქონდათ. შიმშილისგან კი 40-მდე ადგილობრივი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ერთი კილოგრამი ფქვილის 120 დილარი ღირდა. გაეროს შუამავლობით სირიის ხელისუფლებამ მადაიაზე ბლოკადა მოხსნა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების შეტანის უფლება მისცა.

დღის ამბები