08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით დღევანდელი ტერაქტი სავარაუდოდ სირიელმა ტერორისტმა მოაწყო

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით დღევანდელი ტერაქტი სავარაუდოდ სირიელმა ტერორისტმა მოაწყო. ადგილობრივი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მომხდარი ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ REUTERS-ი და CNN-ი ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სტამბულის ტურისტულ ცენტრში აფეთქება მოხდა რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 15 კი დაშავებულია. 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არავის არ აუღია. 

დღის ამბები