08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა იმ ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომელმაც სტამბულის ცენტრში ტერაქტი მოაწყო

სტამბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელია. აფეთქება ქალაქის ისტორიულ ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე დილით მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 და დაშავდა 15 ადამიანი. დაშვებულებს შორის 6 გერმანიის, ერთი ნორვეგიის, ერთი კი პერუს მოქალაქეა.

თურქმა სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს ტერორისტის ვინაობა. ის 28 წლის სირიელია, რომელსაც უშიშროების სამსახურის ცნობით დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდა კავშირი.

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ლურჯ მეჩეთთან ახლოს, ტრამვაის გაჩერებასთან მყოფი ტურისტების გვერდით აამოქმედა. გერმანიის ხელისუფლებამ სტამბულში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა და მომხდარი დაგმო. დაუზუსტებელი ცნობების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ოფიციალურმა ანკარამ დღევანდელი აფეთქების შესახებ მასმედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებაზე დროებითი აკრძალვა შემოიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები