08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
სტამბულში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

სტამბულში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს გენერალური საკონსულო ადასტურებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათ კავშირი აქვთ შესაბამის სამსახურებთან დამატებითი ინფორმაციისთვის. სტამბულში გახსნილია საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზიც.

„გარდაცვლილია 10 და დაშავებულია 15 მოქალაქე, აქედან 2 საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულები გადაყვანილები არიან მიმდებარე ტერიტორიის 5 სხვადსხვა საავადმყოფოებში. ამ ეტაპზე თურქული მხარე არ ადასტურებს დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას,“ - განცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილმა.

დღის ამბები