08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
აფეთქება სტამბულის ცენტრში - დაღუპულთა უმრავლესობა გერმანელია

მიუხედავად გამკაცრებული უსაფთხოების ზომებისა თურქეთში მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ძველი სტამბულის (აზიურ ნაწილში) ლურჯ მეჩეთთან დილით აიფეთქა. აფეთქების დროს ლურჯ მეჩეთთან ტურისტები იმყოფებოდნენ.

აფეთქების დროს 10 ადამიანი გარდაიცვალა 15 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 9 გერმანიის მოქალაქეა. ბოლო მონაცემებით დაშავებულთა შროისაც უმრავლესობა გერმანელია.

აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ნორვეგიელი და ერთიც პერუელი ტურისტი. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ. საკონსულოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის ქართველები არ არიან.

თურქეთის საგამოძიებო ორგანოებმა უკვე დაადგინეს ტერორისტის ვინაობა. არსებული ინფორმაციით თავი სტამბულის ცენტრში 28 წლის სირიელმა აიფეთქა, რომელსაც ურთიერთობა ისლამურ სახელმწიფოსთან იგივე ISIS-სთან ჰქონდა.

მომხდარის გამო თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს საქართვალოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები