08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
სტამბულში მომხდარი ტერაქტი სირიიდან შესულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო

თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც გუშინ სტამბულში ტერაქტი მოაწყო, ქვეყნის ტერიტორიაზე სირიიდან შევიდა და ის ძებნილთა სიაში მანამდე არ იყო. ასეთია გამოძიების პირველი მონაცემები თავდასხმაზე, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  გარდაცვლილთა უმრავლესობა გერმანელი ტურისტები არიან.  

მომხდარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამეხმაურა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ეს ბოლო წლების განმავლობაში გერმანიის მიმართ ტერორისტების მიერ მიყენებული ყველაზე მძიმე დარტყმაა. მომხდარის გამოძიებისა და ინფორმაციის გასაჯაროების პირობა თურქეთის პრემიერმა დადო.

ბოლო ინფორმაციით, სტამბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მათ მუდმივი კავშირი აქვთ თურქეთის საგამოძიებო უწყებებთან. მოქმედებს ცხელი ხაზიც. ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაზრდილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები