08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
ბარაკ ობამამ უკანასკნელი საპრეზიდენტო სიტყვა ცოტა ხნის წინ დაასრულა

კონგრესში ობამას ბოლო საპრეზიდენტო სიტყვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ის თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ობამას სიტყვა დარბაზში ტაშით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ტერორიზმი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ბარაკ ობამამ ამერიკელი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. 

ბარაკ ობამამ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა. იგი დადებითად აფასებს შეერთებული შტატების პოლიტიკას სირიისა და ირანის მიმართ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება კი მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

ობამამ მსოფლიოს მთავარ საფრთხედ ალ ქაიდა და დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო დაასახელა. მიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად მოსკოვი უკრაინას და სირიას საკუთარი ორბიტიდან კარგავს.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ობამა კონგრესს მოუწოდებს, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის შესახებ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტმა სოციალურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა მინიმალური ხელფასის გაზრდაზე, საემიგრაციო კანონის გადახედვასა და იარაღის ტარების კონტროლის გამკაცრებაზე.

დღის ამბები