08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ირანმა სპარსეთის ყურეში 2 ამერიკული კატერი დააკავა

ირანმა სპარსეთის ყურეში მცურავი ორი ამერიკული საპატრულო კატერი და ეკიპაჟის 10 წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სამხედრო უწყება ავრცელებს. მათი თქმით, დაკავებულებს თეირანი დღეს გაათავისუფლებს.

საპატრულო კატერები ქუვეითიდან ბაჰრეინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როცა მათთან კავშირი გაწყდა. სავარაუდოდ ერთ–ერთ კატერს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ირანის ტერიტორიულ წყლებში მოუხდა გაჩერება. ეკიპაჟის დაკავებაც სწორედ მაშინ მოხდა.

დღის ამბები