08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 59 ადამიანი დააკავეს

სტამბულის ტერაქტის შემდეგ თურქეთის სპეცსამსახურებმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. ძალოვანებმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 59 ადამიანი დააკავეს.

ვარაუდობენ, რომ მათ შორის შესაძლოა, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორის თანამზრახველებიც აღმოჩნდნენ.

გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ გუშინდელი აფეთქება სულთან აჰმედის მოედანზე, რომელსაც 10 უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა, სირიელმა ახალგაზრდამ მოაწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები