08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ბრაზილიის ციხიდან 46 მსჯავრდებული გაიქცა

პატიმრების მასობრივი გაქცევა ბრაზილიის ციხდან. ქალაქ ნატალის საპატიმროდან 46 მსჯავდებული გაიქცა. მათ ციხის შენობის ქვეშ გვირაბი გათხარეს, რომლის სიგრძეც 40 მეტრს აჭარბებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გაქცევა გვიან ღამით მოხდა და ციხის ზედამხედველებმა ამის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს, რის შემდეგაც დაკავების სპეცოოპერაცია დაიწყო.

ბრაზილიელმა ძალოვანებმა 46 გაქცეულიდან მხოლოდ 7 მსჯავდებულის დაკავება შეძლეს.

დღის ამბები