08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბრიტანეთის ავიაციამ ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნავთობსაბადოები დაბომბა

ბრიტანეთის ავიაციამ ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნავთობსაბადოები დაბომბა. მოიერიშეებმა მობილური ამწეები გაანადგურეს, რომელსაც ტერორისტები წინა იერიშების დროს დაზიანებული ობიექტების შესაკეთებლად იყენებდნენ.

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ავიაციამ გასული 24 საათის განმავლობაში 24 ავიადარტყმა განახორციელა. დაიბომბა ისლამური სახელმწიფოს ორი შენობა და ტაქტიკური ცენტრი.

კოალიციის პარალელურად ავიაიერიშებს რუსეთიც ახორციელებს.  ალეპოს დაბომბის შემდეგ გადაღებული კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა. ვიდეომასალის ავტორები ირწმუნებიან, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა სკოლის შენობაზე იერიში მიიტანეს, რასაც 12 მოსწავლე ემსხვერპლა.

დღის ამბები