08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
სტამბულის აფეთქების გამოძიების პროცესში გერმანელები ჩაერთვნენ - დაკავებულია რუსეთის 3 მოქალაქე

სტამბულის ტერაქტის შემდეგ თურქეთმა 36 000-მდე საეჭვო პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ეს გადაწყვეტილება იმ პირებს ეხებათ, რომლებიც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი არიან.

გერმანიის დაზვერვის სამსახური კი აფეთქების გამოძიებაში აქტიურად ერთვება.

ანკარაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, რომელსაც ინფორმაცია პირადად მიაწოდეს. უკვე დაკავებულია 60 ადამიანი მათ შორის სამი რუსეთის მოქალაქეა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები