17 სექტემბერი 2026,   18:17
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას ახსენებს - წესების შეუსრულებლობას, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას ახსენებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროტესტი და დამოუკიდებელი ლობირება აშშ-ში დაცული უფლებებია, თუმცა სიტუაცია იცვლება, თუ პირის საქმიანობას უცხოური მთავრობა ან სუბიექტი ფარულად აფინანსებს, აკონტროლებს ან მართავს.

ასეთ შემთხვევაში, ძალაში შედის გამჭვირვალობის ფედერალური კანონები, რომლებიც სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს.

იუსტიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ამ წესების შეუსრულებლობას, შესაძლოა, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.

დღის ამბები